მთავარი
ჩვენს შესახებ
მიმდინარე პროექტები
შესრულებული პროექტები
მანქანა დანადგარები
კონტაქტი
 
  მიმდინარე სამუშაოები
 
      
   

 

                        
შპს “ბელ-ბაუ” დაარსდა 2007 წელს. კომპანიის სათავო ოფისი მდებარეობს ქ. თბილისში. კომპანია საგზაო სამშენებლო საქმიანობას ახორციელებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. 

                                     


შპს “ბელ-ბაუ” სპეციალიზდება გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების ყველა ასპექტში. ჩვენი საქმიანობა მოიცავს კომპლექსურ საგზაო პროექტებს, ბეტონის გზების მშენებლობას, რეციკლირების სამუშაოებს, საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემის მოწყობას, გეოდეზიურ სამუშაოებსა და ხიდების მშენებლობას. ჩვენ ფართოდ ვიყენებთ საერთაშორისო სტანდარტების  შესაბამის ახალ ტექნოლოგიებს გზების მშენებლობაში.


კომპანიაში დასაქმებულია დაახლოებით 300 თანამშრომელი. ჩვენი პერსონალი ჩვენი დიდი აქტივია. ამიტომ, ვცდილობთ მათ ყველა პირობა შევუქმნათ ხელსაყრელი და უსაფრთხო სამუშაო გარემოსათვის და ვიზრუნოთ მათი კვალიფიკაციის ამაღლებაზე, რისთვისაც რეგულარულად ვახდენთ თანამშრომელთა გადამზადებას უახლესი ცოდნისა და ტექნოლოგიების ასათვისებლად.


კომპანიას გააჩნია მძლავრი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, რაც მნიშვნელოვნად გვეხმარება დამატებითი ხარჯების გარეშე მსხვილი პროექტების საკუთარი რესურსებით განხორციელებაში.

                                    
კომპანიას გააჩნია მსოფლიოში ყველაზე თანამედროვე და ეფექტური “ლინტეკი”-ს მარკის ასფალტის ქარხანა, რომლის წარმადობაა 120 ტ საათში. ეს ხელს უწყობს სამშენებლო ობიექტზე საკუთარი წარმოების ხარისხიანი ასფალტის დროულად მიწოდებას.


გარდა ამისა, საკუთარი გერმანული წარმოების “ვირტგენი”-ს მარკის რეციკლირების დანადგარით, რომელიც თავისი ეფექტურობით, ხარისხით და შესრულებით წარმოადგენს მსოფლიო ლიდერს ამ ტიპის დანადგარებს შორის, ვასრულებთ გზების მშენებლობაში უახლესი ტექნოლოგიით გზის რეციკლირების სამუშაოებს.


კომპანიაში ყველა სამუშაო სრულდება უსაფრთხოების ნორმების მკაცრი დაცვითა და ხარისხის მართვის სტანდარტების შესაბამიად.
დაარსების დღიდან კომპანიამ წარმატებით განახორციელა რამდენიმე მსხვილი და მცირე პროექტი მთელი საქართველოს მასშტაბით. ყველა პროექტი დასრულდა დადგენილ ვადებში და პროფესიონალურად. არსებობის მცირე პერიოდში კომპანიამ შეძლო წარმატებული და სოლიდური ისტორიის შექმნა. ჩვენი მზარდი წარმატების გარანტია გამოცდილი მენეჯმენტი, კვალიფიციური პერსონალი და ძლიერი მატერიალურ-ტქნიკური რესურსები.


ვამაყობთ, რომ ჩვენი წვლილი შეგვაქვს ქვეყნის ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის განვითარების საქმეში.

 

 
 
 
ვებ გვერდების დამზადება